სამცხე-ჯავახეთში კარანტინში სულ 262 პირი იმყოფება

0
სამცხე-ჯავახეთში სულ შვიდი საკარანტინო ზონაა. ექვსი აპრილის მონაცემებით, ჯამში ყველა საკარანტინო ზონაში 262 პირი იმყოფება. 27 მოქალაქე ახალციხეში არსებულ საიზოლაციო სივრცეშია მოთავსებული, დანარჩენი კი ბაკურიანში, ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული. რაც შეეხება აბასთუმნის ფილტვის ცენტრში შექმნილ საკარანტინე ზონას, ორი დღეა რისკ-ჯგუფის ზონაში არც ერთი პირი აღარ იმყოფება.
#news
#coronavirus
#სამცხეჯავახეთი
#კარანტინი
#აბასთუმანი
#ახალციხე
#ბაკურიანი
0