http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140758
მსოფლიოში კოვიდ 19-ით დაავადებულთა რაოდენობა მილიონ სამასი ათასს აღწევს. გარდაცვლილია 69 ათასი ადამიანი. სპეციალისტების თქმით, ეს კვირა ყველაზე რთული იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. კორონავირუსი დაუდგინდა ერთ-ერთი ავიამზიდის კაპიტანს, რომელმაც გემზე ვირუსის გავრცელების შესახებ პირველმა გაავრცელა ინფორმაცია. საგანგებო მიმართვით გამოვიდა დედოფალი ელისაბედი და მოსახლეობას ერთობისკენ მოუწოდა.
ბრიტანეთის ხელისუფლება არ გამორიცხავს საკარანტინო წესების გამკაცრებას, რადგან მოსახლეობის ნაწილი რეკომენდაციებს სრულად ვერ იცავს. სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა ბრიტანელებს დედოფალმა ელისაბედმაც. მონარქმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა, ეს მისთვის ტახტზე ყოფნის პერიოდში რიგოით მეხუთე გამოსვლა იყო. ერთიანობა- ეს იყო ელისაბედ მეორის მთავარი გზავნილი ბრიტანელებისადმი.
„მთელი მსოფლიოდან ვისმენთ გულთბილ ისტორიებს ხალხი როგორ ერთიანდება სხვების დასახმარებლად. როგორ აწვდიან პროდუქტს და წამლებს მეზობლებს. თვით იზოლაცია ზოგჯერ რთულდება, მაგრამ ყველა ხვდება, რომ სწორედ თვითიზოლაციაა შესაძლებლობა გავჩერდეთ და დავფიქრდეთ. მახსენდება ჩემი პირველი მიმართვა, რომელშიც ცემი და დამეხმარა. ჩვენ ბავშვები ვიყავით მაშინ და უინძირიდან მივმართავდით საკუთარი სახლებიდან მათსავე უსაფრთხოებისთვის ევაკუირებულ თანატოლებს. დღესაც მტკივნეულია საყვარელ ადამიანებთან დაშორება, მაგრამ სწორედ ეს უნდა გავაკეთოთ. ბევრი გამოწვევა გვინახავს, მაგრამ ეს სრულიად სხვაა. ჩვენ გავიმარჯვებთ და ეს გამარჯვება ყოველი ჩვენგანის იქნება“, - განაცხადა დედოფალმა.