შიდა ქართლში ინფიცირებული პაციენტის ყველა შესაძლო კონტაკტი გამოვლენილია
1546 Views
Gori Daily
Gori · 5 months ago

როგორც შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი აცხადებს, კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტმა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდანაა, ქვეყანა პირველ აპრილს დატოვა, ამიტომ რთულია ითქვას, რომ შიდა ქართლში პირველი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, მას კორონა ვირუსი, ქვეყნის დატოვებიდან რამოდენიმე დღის შემდგომ დაუდასტურდა და დაუდგენელია დრო თუ როდის მოხდა მისი ინფიცირება, თუმცა გამოვლენილია მისი ყველა თეორიული თუ დადასტურებული კონტაქტი და ისინი თვით იზოლაციაში არიან გადაყვანილები.

მისივე განცხადებით, კორონა ვირუსის პრევენციის ღონისძიების კუთხით, გორში ხუთი გამშვები პუნქტია სადაც აქტიურად მიდმინარეობს მოქალაქეთა თერმო სკრინინგი. შიდა ქართლში ოთხი ცხელების ცენტრია: ხაშურში, ქარელში, კასპსა და გორში. საეჭვო პაციენტები გორში, საკარანტინო ზონაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაყავთ და იქ მიმდინარეობს დაკვირვება, თუმცა ამ დრომდე შიდა ქართლში ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რამოდენიმე დღის წინ, სომხეთში COVID-19 დაუდასტურდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრ მამაკაცს. აღნიშნული პაციენტი სატვირთო მანქანის მძღოლია და მან ქვეყანა პირველ აპრილს დატოვა.

#შიდაქართლი #კორონავირუსი #გუბერნატორი #goridaily
Gori Daily
Gori · 5 months ago
5
Write a comment