მიკროავტობუსების შესაძენად მერიამ 29 მლნ ლარიანი ტენდერი გამოაცხადა

0
თბილისის მერია მიკროავტობუსების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. დედაქალაქის მთავრობა მასში 29 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. საუბარი ეხება 300 ერთეული М2 კატეგორიის ავტობუსის შეძენას. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს დასრულდება. ტენდერში აღნიშნულია, რომ მიკროავტობუსი უნდა იყოს ლურჯი , , მეტალიკის" ფერი. ასევე ხაზგასმულია, რომ იგი გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე.
#თბილისისმერია
#ტენდერი
#მიკროავტობუსი
#tbiisidaily
0