შესაძლოა დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება

0
OECD-მ გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც გვაქვს წარმატებები, ეს დავაფიქსიროთ. მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ეს ის ნაბიჯებია, რომელმაც განათლების სამინისტროსთან ერთად შეიძლება მოგვცეს საშუალება, დავძლიოთ ისეთი გამოწვევა, როგორიც არის აკადემიური წლის გამოცხადება და ეს არ მოგვიწიოს. ესეც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
#politics
#news
#opinion
#events
#art
#photo
#sport
#design
#coronavirus
Tbilisi
Kutaisi
Batumi
0