იტალიაში კორონავირუსისგან 100-ზე მეტი ექიმი გარდაიცვალა

0
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა დიდი რაოდენობა ფიქსირდება სამედიცინო პერსონალშიც- ბოლო ინფორმაციით, დაავადებისგან უკვე 80 ექიმი და 21 ექთანი დაიღუპა. იტალიის ჯანდაცვის უწყების მიერ გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოებში დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის დროს სულ 12 000-მდე მედიკოსი იქნა კორონავირუსით დაინფიცირებული. მხოლოდ ერთ საავადმყოფოში, ბრეშიაში 300-მდე ექიმი იქნა კოვიდ 19-ით დაავადებული. იტალიის ინფექციური დაავადებების უწყების განცხადებით, აღნიშნულ მოვლენებს ძალზე დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა გააჩნია იტალიელ მედიკოსებზე, რომლებიც დაავადების გავრცელების მასშტაბებს ვერ უმკლავდებიან ინფიცირებულთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდის გამო. ექიმები აცხადებენ, რომ დაავადების ყველაზე პიკურმა მომენტმა გადაიარა, რადგან ყოველდღიურად შეინიშნება გარდაცვლილთა და ინფიცირების შემთხვევათა მასშტაბური კლება. მედიკოსები ექიმების დაღუპვას იმ ფაქტს აბრალებენ, რომ იტალია მოუმზადებლად შეხვდა დაავადებას, რადგან არ არსებობდა კორონავირუსისგან დამცავი აუცილებელი ატრიბუტიკის საკმარისი რაოდენობა, რის გამოც სამედიცინო პერსონალი მარტივად ავადდებოდა ვირუსისგან. შეგახსენებთ, რომ იტალიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაა ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული. 16 000-მდე ადამიანი დაიღუპა ზემოხსენებული დაავადებისგან და ამ დრომდე 7000-მდე კრიტიკულ მდგოამრეობაში იმყოფება, რომელთაგან უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
#italy
#doctor
#covid19
#coronavirus
0