ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დღეიდან მთავრობა საწარმოების შემოწმებას იწყებს. თურნავას ცნობით, დღეში 50-მდე სხვადასხვა საწარმო და ბიზნესი შემოწმდება.
, , დღეიდან ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული შრომის ინსპექცია, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ტექზედამხედველობა და ასევე, მუნიციპალური ინსპექციები გაერთიანებული ძალებით ვიწყებთ ინტენსიური შემოწმების პროცესს. ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას.
ვიწყებთ შემოწმებას იმ სისტემური საწარმოებისას, ვისაც მიეცათ უფლება ფუნქციონირების. ეს მათ აკისრებს დამატებით პასუხისმგებლობას. დავიწყებთ მსხვილი საწარმოებიდან შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მითითებული წესი არის დაცული და იქ საქმიანობა უსაფრთხოა.
შემოწმების პროცესი ძალიან ინტენსიურად წარიმართება და ვვარაუდობთ, რომ გაერთიანებული ძალებით ყველანი დღეში შევძლებთ 50-მდე სხვადასხვა საწარმოს და ბიზნესის შემოწმებას იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, ეს პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს“, - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, პარალელურად დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმება, რომელთაც დროებით შეუჩერდათ საქმიანობის უფლება.
#ნათიათურნავა
#ბიზნესი
#საწარმო
#შემოწმება
#tbilisidaily
y