ბორის ჯონსონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

0
მხოლოდ გუშინ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ვიდეო მიმართვაში ამბობდა, რომ თავს უკეთ გრძნობს, თუმცა დღეს, როგორც ბრიტანული მედია იწყება, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მეგომარეობა გაუარესდა და მისი ლონდონის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. "სკაინიუსის" ინფორმაციით პრემიერი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების გარეშე მივიდა და სავარაუდოდ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას კვლავ განაგრძობს. გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ბორის ჯონსონმა თქვა, რომ თავს კარგად გრძნობს და COVID-19-ისთვის დამახასიათებელი მხოლოდ ერთი სიმპტომი - მაღალი სიცხე აწუხებს. ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა, რის შემდეგაც 55 წლის პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
#news
#politics
0