ქუთაისის მერია ქუჩებში დეზინფექციის ჩასატარებლად კარგ ამინდს ელოდება

0
მას შემდეგ რაც თბილისის მერმა კახი კალაძემ დედაქალაქის ქუჩებში დეზინფექცია ჩააატარა, მინისტრის ბრძანებით, იგივე სამუშაოების რეგიონებში ჩატარებაც დაანონსდა. ქუთაისში ბოლო დღეებში ცუდი ამინდების გამო, აღნიშნული დავალება ვერ სრულდება: "წვიმის დროს აზრი არ აქვს მორეცხვას. ველოდებით გამოდარებას“, – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
#ქუთაისისმერია
#დეზინფექცია
#kutaisidaily
0