თბილისის აგრარული ბაზრების დახურვა ამ ეტაპზე არ იგეგმება

0
თბილისის აგრარული ბაზრები ამ ეტაპზე მუშაობას აგრძელებენ. როგორც თბილისის მერიაში განაცხადეს, ჯერჯერობით, თბილისის აგრარულ ბაზრებზე სანიტარული და ჰიგიენური წესების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. მათივე განმარტებით, დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მათივე ინფორმაციით, ბაზრები სისტემატურად მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.
#აგრარულიბაზარი
#კორონავირუსი
#თბილისი
0