უჩვეულო შემთხვევა ბრონქსის ზოოპარკში დაფიქსირდა. ვეფხვზე COVID-19-ზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა და ამით იგი ქვეყანაში პირველი დაინფიცირებული ცხოველი გახდა.
4 წლის კატისებრთა ოჯახის წევრს, 6 სხვა ვეფხვთან ერთად, სავარაუდოდ ვირუსი ზოოპარკის თანამშრომელმა გადასდო - ამის შესახებ ბიბისი წერს.
ცხოველებს სიმპტომები, მათ შორის მშრალი ხველა, გასული თვის ბოლოს გამოუვლინდათ.
ზოოპარკის თანამშრომელი, რომელმაც ვეფხვებს ვირუსი გადასდო, ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის.
პარალელურად შტატებში COVID-19-ის ადამიანიდან ადამიანზე გადადების შემთხვევები ყოველდღიურად ვრცელდება. ბოლო დღეებში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა.
#news
#coronavirus
#politics
#usa