გაეროს გენერალური მდივანის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, კორონავირუსის გამო იზოლაციასა და კარანტინში მოქცეული ბევრი ქალი შესაძლოა, რომ მოძალადე პარტნიორის ხაფანგში აღმოჩნდეს. გუტიერეშის თქმით, ბოლო პერიოდში მსოფლიოში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
როგორც გაეროს გენერალური მდივანი ამბობს, მშვიდობა მხოლოდ ომის არარსებობას არ ნიშნავს, იზოლაციაში მყოფი ქალები ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან და ისინი საკუთარ სახლებში დაცული უნდა იყვნენ.
#კორონავირუსი
#coronavirus
#დარჩისახლში
#ძალადობა
#stopcovid19