საფრანგეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა

0
საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მარიემ, განაცხადა, რომ ქვეყანა ყველაზე დიდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, რაც კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაფიქსირებულა. დღევანდელი მაჩვენებელი ასევე აღემატება 2009 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს დაფიქსირებულ ციფრებს. მაშინ საფრანგეთის ეკონომიკა 2, 2%-ით შემცირდა. „მაჩვენებელი იქნება -2, 2%-ზე მეტი, რომელიც 2009 წელს დაფიქსირდა ქვეყანაში. ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს იმ ეკონომიკური შოკის მასშტაბებს, რომლის წინაშეც დღეს ვართ“, _ განაცხადა მარიემ. გასულ თვეში საფრანგეთის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ კორონავირუსის პანდეემიის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 1%-ით შემცირდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მაჩვენებელი არსებითად შეიცვალა. სტატია ნათარგმნია “BBC”-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
#კრიზისი
#საფრანგეთი
#კორონავირუსი
#პანდემია
#headline
0