პეტიციას,რომელიც WHO-ს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს,ამ დროისთვის 800 000-მდე ადამიანმა მოაწერა
215 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

ონლაინ პეტიციას, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის გადადგომას ითხოვენ, ამ დროისთვის 800 000-მდე ადამიანმა მოაწერა ხელი. პეტიცია, რომელიც change.org-ზე გამოქვეყნდა, რამდენიმე ენაზეა ნათარგმნი.

„მან ვერ შეძლო სათანადოდ შეეფასებინა ვირუსი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტედროს ადჰანომ გებრიესუსი თავისი თანამდებობის შესაფერისი არ არის. ჩვენ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გადადგომას“,-წერია პეტიციაში.

ავტორების მიხედვით, იმის ნაცვლად, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას მცდელობა ჰქონოდა დაედგინა, თუ რა ვითარება იყო ჩინეთში, მან დაუჯერა იმ არასწორ ცნობებს, რომელსაც ოფიციალური პეკინი ავრცელებდა.

„ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ, რადგან გვჯერა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს. ტედროს გებრიესუსმა ყოველგვარი გამოძიების გარეშე დაუჯერა ჩინეთის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას“,-აცხადებენ პეტიციის ავტორები.

#who #coronavirus #stopcovid19 #covid19 #change #petition
Mediamall
Tbilisi · 5 months ago
3
Write a comment
Similar Posts