ყველაფერი გენიალური მარტივია.

0
ხოლო სამზარეულოს შემთხვევაში გემრიელიც. ამის მაგალითი ჩემს მიერ მომზადებული პასტა. გემო ნამდვილად სარესტორნე დონის აქვს. ეს არის პასტა კრევეტებით, თეთრი ღვინით და პომიდვრის სოუსით ✓პასტა 100 გრ ✓კრევეტები 70 გრ 16/20 ზე ✓თეთრი ღვინო 30 მლ ✓პომიდვრის შოუში 70 გრ ✓ საქონლის ბულიონი 30 მლ ✓კარაქი 30 გრ ✓ნიორი 1 კბილი ✓ხახვი 10 გრ ✓მარილი, პილპილი გემოვნებით მომზადების წესი: პასტას ვხარშავთ ადუღებულ მარილიან, ზეთიან წყალში არაუმეტეს 7-9 წთ, რათა ბოლომდე არ მოიხარშოს და მივიღოთ ალდენტე. იტალ: (al'dente). როგორც კი მზად იქნება გადავწუროთ და მისი ნახარში შევინახოთ. პასტას არავითარ შემთხვევაში არ გადავავლოთ ცივი წყალი, რადგან სახამებელი იკარგება. უბრალოდ გარშემო ზეთი მოვასხათ, რომ ერთმანეთს არ მიეწების, წამოურიოთ და გადავდოთ. კრევეტები პომიდვრის სოუსით.ცხელ ტაფაზე ვასხავთ ზეთს და კარაქის რაოდენობის 1/2_ს. ვყრით დაკეპილი ხახვს და ნიორს. როგორც კი მიიღებს ოქროს ფერს, ამის მერე ვამატებთ კრევეტებს და ვწვავთ გაოქროსფერებამდე . ამას ვამატებთ ღვინოს და ვაცდით აორთქლება, შემდეგ საქონლის ბულიონს, პასტის ნახარშ წყალს და პომიდვრის სოუსს. შევაზავოთ მარილი, პილპილით დავამატოთ მოხარშული პასტა და ვურიოთ 2 წუთის გაავლობაში იმისთვის, რომ გემო გაუჯდეს.
#cheflife
#chef
#cookingtime
#masterchef
#cheflife
#cooking
#scooterclubgeorgia
0