რატომ არ კეტავენ ფოთში ბაზრობას

0
რატომ არ კეტავენ ფოთში ბაზრობას ცნობილია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის განცხადების თანახმად დაიკეტა სენაკისა და ზუგდიდის აგრარული ბაზარი. ფოთის ბაზარი კი კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას. ფოთის ბაზრის დახურვაზე ბრძანების გაცემა გუბერნატორმა საჭიროდ არ ჩათვალა და ამის მიზეზი ის დაცული რეკომენდაციებია, რომლის შესაცებაც რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. ამასთან, კორონავირუსის გავრცელების პრევენციიდ მიზნით გამკაცრებულია სანიტარული ნორმები. მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი. ამასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია განცხადებას აკეთებს : , , სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი , , უნივერსამი“ და ამავე დროს მინდა ავღნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე.“ ფოთის ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია ამბობს: , , ოფიციალურად ბაზრის დახურვაზე ჩვენ არაფერი მიგვიღია. ბრძანება ყველგან მივიდა დახურვის და ჩვენთა არა, იმედი გვაქვს, რომ არ დავიხურებით. თუ მსგავსი ბრძანება მივიღეთ იმ დღესვე დაიხურება ბაზარი. ჩვენთან რამდენიმე დღის წინ გუბერნატორი ჩამობრძანდა და გვითხრა, მოგვეფიქრებია ისეთი რამე , რომ მომხმარებლებს ფულთან არ ჰქონოდა შეხება. ვიფიქრეთ ტერმინელებზე, ბარათებით მომსახურებაზე, მაგარმ ბარათიც ბევრს აქვს, ბევრს კი არა. ყველა აქ შემომსვლელს ტემპერატურას ვუზომავთ , ხელთათმენების ქონა აუცილებელია. დღეს გამოგვიგზავნიან თბილისიდან ბახილებს. ფული ანტისეპტიკური ხსნარით მუშავდება და შემდეგ უთოვდებ , ამის მოფიქრება შევძელით . ამ მეთოდმა გაამართლა. ჩვენ ამას მარტო ვერ გავაკეთებთ, ხელისუფლება , პოლიცია ყველა ერთობლივად ჩართულია ამ საქმეში.”
#ზუგდიდი
#სენაკი
#ფოთი
#აგრარულიბაზარი
#ბაზრისდახურვა
#კორონავირუსი
#პრევენციულისამუშაოები
#თერმოსკრინინგი
#zugdididaily
0