მამაკაცი, რომელმაც ჩერნობილის ტყეში ხანძარი გააჩინა, დაკავებულია

0
27 წლის მამაკაცი, რომელმაც ჩერნობილის ტყეში ხანძარი გააჩინა, დაკავებულია. ამის შესახებ კიევის ოლქის პოლიციის პრესსამსახურში განაცხადეს!!! უწყების ინფორმაცით, მამაკაცმა, გართობის მიზნით, სამ სხვადასხვა ადგილას ნაგავს და ბალახს ცეცხლი წაუკიდა. ქარის გამო, ხანძარი მალე გავრცელდა და ტყის მასივს მოედო. უკრაინის აკრძალულ ზონაში ხანძარი 5 აპრილს გაჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მობილიზებული იყო 90 მეხანძრე, ვერტმფრენი და ორი წყლისშემაგროვებელი.
#news
#politics
#fire
#chernobyl
#სიახლე
#სიახლეები
#ხანძარი
#ჩერნობილი
0