კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა ბათუმში

0
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული პირები "მედალფაში" იმკურნალებენ. სამივე მათგანი კარანტინში იმყოფებოდა და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია. ორ დაინფიცირებულს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთს კი - ბრიტანეთში. კორონავირუსით უკვე 12 პაციენტს მკურნალობენ ბათუმში, ამ დროისთვის კი ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით სულ 188 ადამიანი დაინფიცირდა და აქედან 36 გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. 5056 ადამიანი ამ დროისთვის კარანტინშია.
#კორონავირუსი
#ახალიშემთხვევა
#BatumiDaily
0