ესპანეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მეოთხე დღეა მცირდება.
ქვეყნის მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ ორშაბათს კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 637 ადამიანს შეადგენს, რაც დაბალია წინა დღის მაჩვენებელზე - 674 შემთხვევა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 24 მარტის შემდეგ. სიკვდილიანობის პიკი კი გასული კვირის ხუთშაბათს დაფიქსირდა, 950 შემთხვევა.
ოფიციალური პირები თვლიან, რომ შესაძლოა ქვეყანაში შემთხვევათა კლების ტენდენცია შენარჩუნდეს და ვირუსი საბოლოოდ დამარცხდეს.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მხოლოდ იტალიას ჩამორჩება და მეორეა მსოფლიოში 13, 000-ზე მეტი შემთხვევით.
სტატია ნათარგმნია “BBC”-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.
#კორონავირუსი
#covid
-19
#ესპანეთი
#headline