სასურსათო პაკეტები ბაღის აღსაზრდელებისთვის.

0
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საბავშო ბაღების გაერთიანების ინიციატივით საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტის გაცემის მე-2 ეტაპი დაიწყო. მშობლები თითოეულ ბავშვზე 1 თვის პროდუქტების მარაგს მიიღებენ. 770 აღსაზრდელზე ნობათის დარიგება ყველა საბავშვო ბაღში სოციალური დისტანცირების წესების დაცვითა და წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. აღნიშნულ პროცესს დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე გაეცნენ.
#ბაღი
#დახმარება
#სასურსათოპაკეტები
Borjomi
0