ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლო 13 აპრილს გამოუტანს!

0
20 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე სასამართლო განაჩენს 13 აპრილს გამოაცხადებს. აღნიშნულის შესახევ ოქრუაშვილის ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, ირაკლი ოქრუაშვილს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი არ აქვს. „მტკიცებულებებით განაჩენი რომ არ დადგება, ეს ყველასთვის გასაგებია. მტკიცებულებები არც ჰქონიათ, რაც ბუნებაში არ იყო, როგორ ექნებათ? აქ მთავარი სხვა რამ არის, ამ განაჩენის გამოტანას ჩქარობენ, მეორე საქმეზე მოწმეების დისტანციურად დაკითხვა უნდათ, მაშინ როცა, ყველა სხვა საქმე გადაგვიდეს, არ გვიტარებენ, მაგრამ ირაკლისთან მიმართებაში აბსოლუტურად სხვა მიდგომა აქვთ. სიმართლე გითხრათ, გამამართლებელი განაჩენის გამოიტანა ამ ვითარებაში, როცა პოლიტიკა უფრო მაღლაა, ვიდრე სამართალი, ირაკლისაც ეეჭვება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ჭაბაშვილმა. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
#politics
#news
#opinion
#სასამართლო
#შსს
#სიახლე
#პოლიტიკა
#20ივნისი
0