ფასების კონტროლი და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა: როგორ მუშაობს აფხაზეთში აფთიაქები

0
აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის პირობებში აფთიაქები ჩვეულებრივად მუშაობს. მათ საქმიანობასა და ფასებზე კონტროლს ახორციელებს ე.წ ჯანდაცვის სამინისტრო. წამლების გლობალური დეფიციტი აფხაზეთში არ არსებობს, თქვა "აფხაზფარმაციის" დირექტორმა რუსლან ადლეიბამ. "აფხაზფარმაცია“ ასრულებს დავალებებს დე ფაქტო "სახელმწიფო" მიმართულებების უზრუნველსაყოფად. როგორც ადლიბამ აღნიშნა, საზღვრის დახურვის მიუხედავად, ქვეყანაში წამლების იმპორტი გრძელდება, მათ შორის კომერციული აფთიაქების მიერ. "მაგრამ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, მიწოდების ქსელები, ცოტა შეფერხებულია, თუმცა ჯერჯერობით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს სიტუაცია დიდხანს გაგრძელდება. ამ მომენტში, მომწოდებლებში გარკვეული ხარვეზია, ეს პირველ რიგში განპირობებულია კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარებით, და მეორეც, დოლარის ფასის ზრდით ”, - აღნიშნა მან. ადლეიბის თქმით, გარკვეული დინამიკა არსებობს აფთიაქებში მედიკამენტებზე ფასების ზრდაზე. ამაზე გავლენას ახდენს ორი ფაქტორი, რომლებიც ნაკარნახევია ძირითადად მომწოდებლების მიერ - დოლარის ზრდა და კორონავირუსის გავრცელება. რუსლან ადლეიბამ განმარტა, რომ ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პაციენტების გარკვეული კატეგორია წამლების გარეშეა დარჩენილი. სოხუმსა და რაიონებში არსებულ წამლებზე ფასების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს ე.წ საოპერაციო შტაბი, კოროვირევუსისგან მოსახლეობის დასაცავად, ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო სტანდარტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად. ე.წ "ჯანდაცვის სამინისტროს" პრესსამსახურის ცნობით, მკვეთრი ზედმეტი ფასის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აფთიაქებში შემოწმება ხდება, ხოლო საჩივრების დადასტურებისთანავე, მიიღება შესაბამისი ზომები - ნათქვამია დეპარტამენტის პრესსამსახურის განცხადებაში. აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 28 მარტიდან 20 აპრილამდე, მიზანშეწონილია, რომ მოქალაქეები დარჩნენ სახლში, რათა არ მოხდეს კორონავირუსის გავრცელება.
#აფთიქები
#ფასები
#საგანგებომდგომარეობა
#კორონავირუსი
#SokhumiDaily
0