მარნეულის საკრებულოდან StopCov ფონდში ჯამში გადაირიცხება 11 000 ლარი.

0
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანაშომლები და წევრები სამი თვის განავლობაში ხელფასის 1/3-ს StopCov ფონდში გადარიცხავენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 6 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, საკებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა ნავერიანმა განაცხადა .  „ვუერთდებით სახელისუფლებო პარტიის სოლიდარობის ინიციატივას. მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, ხუთი საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე , სამი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ხუთი საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და აპარატის 37 თანამშრომელი, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ჩვენი ხელფასის 1/3 -ს გადავრიცხავთ ეპიდემიასთან ბრძოლის ფონდში. ამ ინიციატივისთვის მადლობას გიხდით ყველას“ – თქვა მამუკა ნავერიანმა და აღნიშნა, რომ StopCov ფონდში საკრებულოდან ყოველთვიურად ჯამში 11 000 ლარი გადაირიცხება აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერი ზაურ დარგალი ხელფასის 1/3-ს ასევე StopCov ფონდში გადარიცხავს. წყარო: რადიო "მარნეული"
#კორონავირუსი
#დახმარება
#მარნეული
#MarneuliDaily
0