შსს კახეთში კონტროლის არეალს აფართოვებს

0
შინაგან საქმეთა სამინისტრო კორონავირუსის პრევენციის მიზნით კონტროლის ზომებს ამკაცრებს. შსს-ს განცხადებით უწყების მიერ კახეთში, რეგიონის შესასვლელებში ახალი საკონტროლო პუნქტები მოეწყო, სადაც მოქალაქეების პირველადი თერმოსკრინინგი მოხდება. ასევე შსს-ს სამართალდამცავველები თავდაცვის ძალების თანამშრომლებთან ერთად ადგილზე საგანგებო მდგომარეობით დაწესებულო შეზღუდვების დაცვას გააკონტროლებენ. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოსახლეობას რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან." - წერია შსს-ს განცხადებაში. შსს მოსახლეობას ახსენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს ჯანდაცვის სფეროში მოქმედ კანონმდებლობის მოთხოვნებს.
#politics
#news
#შსს
0