ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში Covid-19-ით ინფიცირების დამატებით ორი ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა , შოთა რეხვიაშვილმა, დღეს მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან ერთი უკვე ცნობილი ფაქტის ოჯახური კლასტერია, მეორე კი საზღვრის კვეთას უკავშირდება.
"კორონივირუსის ახალი ორი შემთხვევიდან ერთი დადგინდა ბოლნისში. პაციენტი 87 წლის კაცია, რომელიც რამოდენიმე დღის წინ კორონოვირუსის გამო გარდაცვლილი ქალის მეუღლე გახლავთ.
მეორე ადამიანი კი , მარნეულის რაიონის სოფელ კირაჩ-მუღამლოს მკვიდრია. დადგენილია რომ, მან საზღვარი გადაკვეთა 13 მარტს. ახლა მკაცრ კარანტინშია მასთან კონტაქტში მყოფი 25 ადამიანი და კიდევ გრძელდება მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანების დადგენა " - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
მისივე განცხადებით რუსთავში მცხოვრები Covid-19-ით ინფიცირებულების მკურნალობა დინამიურად მიმდინარეობს, თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფ პირებს კი ამ ეტაპამდე ვირუსისვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
, , მოგახსენებთ, რომ ქვემო ქართლში 9 ჰოსპიტალური პროფილის სამედიცინო დაწესებულებაა, მათ შორის 1 ბავშვთა საავადმყოფოა. აღნიშნულ კლინიკებში 487 საწოლი, 68 ბოქსირებული პალატა და 60 ერთეული სასუნთქი აპარატია. რუსთავის, გარდაბნის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში განთავსებულია ცხელების ცენტრები, სადაც საწოლების რაოდენობა შეადგენს 98-ს. ამ ეტაპისთვის რესურსები სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში ადამიანებმა შესაბამისი მომსახურება მიიღონ“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.
#კორონავირუსი
#ქვემოქართლი
#marneulidaily