5 votes
0 comments
0 shares
Save
საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის 2 სტუდენტი
186 views
Mediamall
Tbilisi · 3 months ago

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულია კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, რომლებიც სხვა კლინიკაში მუშაობდნენ.

ამ კომენტარით ლევან რატიანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორია მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ექიმის მდგომარეობა.

„ესენი არიან სტუდენტები, გვყავს ორი სტუდენტი, რომლებიც არიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და მუშაობდნენ სხვა კლინიკაში.მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე არის სტაბილური. კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპამდე არის ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, იმედია, ასე გაგრძელდება, მიმდინარეობს სტანდარტული მკურნალობა ჩვენი საუნივერსიტეტო კლინიკის პროტოკოლით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფო პროტოკოლზე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.


Mediamall
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
ლევან რატიანი -კრიტიკული მდგომარეობით შემოსული პაციენტი, დღის ბოლომდე შესაძლოა, აპარატიდან მოიხსნას
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. მისივე თქმით, ერთ-ერი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან შესაძლოა დღის ბოლომდე მოიხსნა, მეორე ინფიცირებულს კი უახლოეს დღეებში მოხსნიან ასევე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. „იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური(სასიცოცხლო) ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, - განაცხადა რატიანმა. #კორონავირუსი #პანდემია #ლევანრატიანი #პაციენტი #დარჩისახლში #tbilisidaily
Headline
Tbilisi · 3 months ago
ლევან რატიანი - კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მისივე თქმით, ასევე სტაბილურია იმ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი. „გუშინ ჩატარებული კვლევების შედეგად საბედნიეროდ მხოლოდ და მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა მოვიდა, დანარჩენი კი - უარყოფითი, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ეს პაციენტები, რომლებიც აქ არიან სამი ათეული დღეა, დატოვებენ კლინიკას და გადავლენ საკარანტინო ზონაში. ახლგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ დაუდასტურდა კორონავირუსი, ამ ეტაპზე სტაბილურია და იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. რაც შეეხებ ორსულის მდგომარეობას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამ ეტაპზე სტაბილურია. კლინიკური გამოვლინებები არ დგინდება. მიმდინარეობს მონიტორინგი, რომ არცერთი სიმპტომი არ გამოგვრჩეს“,-განაცხადა ლევან რატიანმა. P.s. სტატია ჩვენ არ გვეკუთვნის. სტატია გამოწვეყნებულია ipn.ge-ს მიერ. #news #headline #Covid19 #Feedc
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
ლევან რატიანის განცხადება კორონავირუსით ინფიცირებული მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის შესახებ
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა და მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოიხსნა. როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათთან ამ ეტაპზე სულ 69 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 22 არის კორონავირუსით ინფიცირებული. „რაც შეეხება პაციენტების მდგომარებას, ყველაზე კრიტიკული პაციენტი, არა მძიმე, არამედ კრიტიკული, იყო გადმოყვანილი ჩვენს კლინიკაში ბოლნისიდან, მარნეულის წითელი ზონიდან, პაციენტი იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, დადასტურებული კოვიდინფექციით. კლინიკურად ანამნეზური მდგომარებით სახეზე იყო მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, ავტოკორონარული შუნტირება, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა. მოთავსებული იყო კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში, ფასდებოდა ექიმების მიერ როგორც უკიდურესად მძიმე. ახლა მდგომარეობა სტაბილურია, მკვეთრი დადებითი დინამიკაა, მოხსნილია აპარატურული სუნთქვიდან, კონტაქური და ადეკვატურია, რამდენიმე საათი დაყოვნდება კრიტიკული მედიცინის ცენტრში და ჩამოვა თერაპიის განყოფილებაში“,- განაცხადა ლევან რატიანმა.#კორონავირუსი #ინფიცირებული #ლევანრატიანი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
დღეს ველოდებით 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას - ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით დღეს 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელიან. მათ შორის ერთი 35 კვირის ორსულია. „იცით, რომ ჩვენს კლინიკაში 2 ორსულია. მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე, როგორც ქალბატონების, ისე ნაყოფების, სტაბილურია. ერთ ქალბატონთან გუშინ გავიდა 14 დღე და მოვიდა უარყოფითი პასუხი. დღეს განმეორებით გაიგზავნება ანალიზი და თუ დღის ბოლომდე მოვიდა უარყოფითი პასუხი, ქალბატონი გაეწერება ბინაზე. დღეს ველოდებით უკვე 5 პაციენტის გამოჯანმრთელებას. ამასთანავე, იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი, რომელთა მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. არც ერთ მათგანთან კოვიდითვის დაახასიათებელი კლინიკა არ ვლინდება. დანარჩენი პაციენტები მოთავსებულები არიან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ტარდება მონიტორინგი. იცით, რომ აქედან 37 პაციენტთან დადასტურებულია კომპიუტერული ტომოგრაფიით მწვავე პნევმონიის სურათი. გრძელდება მკურნალობა და მოიტორინგი,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.#კორონავირუსი #ლევანრატიანი #გამოჯანმრთელება #tbilisidaily
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცია მოთავსებული
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში კორონავირუსით ინფიცირებული 42 წლის მამაკაცი იმყოფება. რატიანის თქმით, პაციენტთან გამოვლენილია მწვავე რესპირატორული დისტრესი და მისი მდგომარეობა დინამიკაში უარესდება. „ძალიან სამწუხარო ინფორმაცია მინდა გითხრათ, არის ახალგაზრდა მამაკაცი 42 წლის, რომელიც გუშინ შემოვიდა ჩვენს კლინიკაში, აქაც დადასტურებულია კოვიდინფექცია. გუშინვე, შემოყვანისას, კომპიუტერული ტომოგრაფიით პაციენტთან გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესსინდომი, რის გამოც მოთავსდა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. დინამიკაში მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკით გვაქვს. მიუხედავად ჩატარებული სამკურნალო ღონისძიებისა, ნებიმიერ დროს შესაძლებელია, პაციენტი გადაყვანილი იქნას აპარატზე“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.#covid19 #coronavirus #stopcovid19 #georgia
Pirveliradio Ge
Tbilisi · 1 month ago
ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს - რატიანი
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას 10 დღეა ახალი პაციენტი არ მიუღია. მისი თქმით, დღეს კლინიკას 4 გამოჯანრთელებული პაციენტი დატოვებს. „ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს ყველაზე ნაკლები რაოდენობის პაციენტი, რაც ძალიან გვახარებს - 28 კოვიდინფიცირებული. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციულ განყოფილებაში გვყავს ერთი პაციენტი, რომელიც იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე წინა პერიოდთან შედარებით დადებითი დინამიკითაა. დანარჩენ პაციენტებთან, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში იმყოფებიან, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. ვაკვირდებით, ველოდებით განმეორებითი ტესტის პასუხებს და იმედია, რამდენიმე დღეში ყველა დატოვებს კლინიკას. ბოლო 10 დღეა ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ ყოფილა. 28-დან მხოლოდ ერთი ითვლება მძიმედ, დანარჩენი 27-თან პრაქტიკულად არანაირი კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. გავწერეთ 4 და დღეს ველოდებით 11 პირველად პასუხს და იმედია, ესენიც დატოვებენ კლინიკას. მალე, სავარაუდოდ, ჩვენი კლინიკა გადავა ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადა რატიანმა.
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
კლინიკას დღეს ერთი ორსული და კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს - ლევან რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას დღეს ერთი ორსული და კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. კლინიკიდან დღეს ასევე გაეწერება 5 ორსული, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. რაც შეეხება კლინიკაში მყოფ ახალშობილებს, 7 ახალშობილიდან კოვიდინფექცია არც ერთს დაუფიქსირდა. „მინდა გითხრათ, რომ დღეს ჩვენი კლინიკიდან ეწერება მეორე ორსული. აქედან გამომდინარე, დამატებითი კვლევების შედეგად როგორც ირკვევა, კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტია და სულ დღეს 3 პაციენტი დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება ახალშობილებს, ვიცით, რომ გვყავს 7 პაციენტი, მათგან არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია. ასევე გვყავს ორსული ქალბატონები, მათგან 5 დატოვებს კლინიკას. ესენი იყო საეჭვო შემთხვევები და არც ერთთან არ დადასტურდა კოვიდინფექცია და ისინიც დღის პირველ ნახევარში დატოვებენ კლინიკას“,- განაცხადა რატიანმა.#ლევანრატიანი #ინფიცირება #პანდემია #გამოჯანმრთელებული #დარჩისახლში #tbilisidaily
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ
დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა,ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ-განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა. მისივე განმარტებით, ერთი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და მეორე პაციენტსაც უახლოეს დღეებში მოხსნიან. „იცით, რომ გვყავს ორი რეანიმაციული პაციენტი. მინდა, გითხრათ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ვართ მთელი ჩვენი კლინიკა, იმიტომ, რომ პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკული მდგომარეობით შემოსული, მწვავე რესპირატორული დისტრესით და ყველა გართულებით, რომელიც ამ დაავადებისთვის იყო დამახასიათებელი, ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ ომში, მეტნაწილად, გავიმარჯვეთ. პაციენტი გახდა კონტაქტური, ადეკვატური, ხელოვნურ ვენტილაციაზე გვყავდა. დღის ბოლომდე შესაძლოა, პაციენტი მოიხსნას აპარატიდან. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ქალბატონი 80 წლის , რომელიც ასევე COVID19-ით ინფიცირებულია, აქვს გულისუკმარისობა და ასაკი, ამ ქალბატონთანაც მინდა გითხრათ, რომ ჩატარებული კლინიკურ ლაბორატორიული კვლევებით, პარაკლინიკური კვლევებით, სუბიექტური და ობიექტური მონაცემებით დადებითია მიღწეული. სუნთქვის პარამეტრები შედარებით გამარტივდა. ჩვენი კიდევ ერთი გამარჯვებაა ის, რომ ამ ეტაპამდე ქალბატონი ცოცხალია, ვიტალური ფუნქციები ცოცხალია. იმედია, ასე გაგრძელდება და რამდენიმე დღეში ეს პაციენტი აპარატიდან მოიხსნება“, - განაცხადა რატიანმა.
Pirveliradio Ge
Tbilisi · 2 months ago
რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე - რატიანი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტი იმყოფება და ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. „ამ ეტაპზე კლინიკაში 91 პაციენტი იმყოფება, აქედან 75 კოვიდინფიცირების შემთხვევაა. რეანიმაციაში გვყავს 8 პაციენტი, აქედან 5 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, დანარჩენი სამი პაციენტი არის CPAP ნაზალურ ვენტილაციაზე. ყველა მათგანის მდგომარეობა არის მძიმე. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, 37 მათგანს აქვს პნევმონია, რესპირატორული დისტრესით გამოხატული. იმყოფებიან მაღალ სიხშირულ ჟანგბადის პარამეტრებზე“,- განაცხადა რატიანმა.
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ. „მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული. ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,“- განაცხადა ლალი ტურძელაძემ. შეგახსენებთ, ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს.#ჯარისკაცი #კორონავირუსი #კოვიდ19 #თბილისი #პნევმონია