გუარდიოლას დედა კორონავირუსს ემსხვერპლა

ByM.m.m.Georgia
0
მანჩესტერ სიტის მთავარ მწვრთნელს, პეპ გუარდიოლას კორონავირუსით დედა გარდაეცვალა. როგორც ცნობილია, 82 წლის დოლორს სალა ესპანეთში იმყოფებოდა. მას სახიფათო ვირუსის სიმპტომები რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ცნობილ სპეციალისტს მისმა კლუბმა სამძიმარი უკვე გამოუცხადა. "პეპს, მის ოჯახსა და მეგობრებს ჩვენს კლუბთან დაკავშირებული თითოეული პირი გულწრფელ სამძიმარს უცხადებს", - ნათქვამია ქალაქელთა პრეს-სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში. შეგახსენებთ, უკანასკნელ 24 საათში ესპანეთში COVID-19-ს 414 ადამიანი ემსხვერპლა.
#კორონავირუსი
#ესპანეთი
#პანდემია
#გუარდიოლა
#ფეხბურთი
#მანჩესტერსიტი
#coronavirus
#spain
#pandemic
#guardiola
#football
#sport
ByM.m.m.Georgia
0