წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან - პაატა იმნაძე

0
COVID19-თან გამკლავების თვალსაზრისით კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ვირუსის პრევენციისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ძირითადად, კომუნიკაცია მიმდინარეობს ჯანმრთლეობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასევე ქსელი გვაქვს შექმნილი, რომელსაც ჰქვია „აბრეშუმის გზის ეპიდზედამხედველობის ქსელი“. ამ ქსელის მეშვეობით კავშირები გვაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან. რა თქმა უნდა ყველაფრის გაზიარება ხდება მუდმივად, მაგრამ ხიბლში ნუ ჩავვარდებით. ჯერ, ძირითადი ბრძოლა წინ გვაქვს. ასე, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და „წიწილებს კიდევ, შემოდგომაზე ითვლიან“ , - განაცხადა პაატა იმნაძემ.
#პაატაიმნაძე
#კორონავირუსი
#პანდემია
#tbilisidaily
0