სახლის პირობებში მკურნალობისას 2 ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი - კულუმბეგოვი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140809 სახლის პირობებში მკურნალობისას 2 ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი​ - ამის შესახებ განცხადება, იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “კურიერთან” საუბრისას გააკეთა. “პაციენტების უდიდესი ნაწილი არის მსუბუქი მიმდინარეობის, ეს უდიდესი ნაწილი არის თითქმის 80-82%. შესაბამისად, ამ პაციენტებს მსოფლიოში ძირითადად მართავენ სახლის პირობებში. აქ ორი ძირითადი ფაქტორია გასათვალისწინებელი – აუცილებლად პაციენტს უნდა ჰქონდეს იდეალური შესაძლებლობა თვითიზოლაციის და ოჯახის სხვა წევრებისთვის არ გახდეს ის დაავადების წყარო, და მეორე – ის უნდა იყოს მჭიდრო კავშირში თავის ექიმთან, სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში, მოხვდეს დროულად სტაციონარში, ” – განმარტავს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.
0