კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელია ინფიცირებული

0
ეროვ­ნუ­ლი ბან­კის გან­ცხა­დე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, კო­რო­ნა­ვირუ­სით ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 16 თა­ნამ­შრო­მე­ლია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ბანკს, რო­გორც ქვეყ­ნის მთა­ვარ ფი­ნან­სურ ინ­სტი­ტუტს, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი ეკის­რე­ბა, ნე­ბის­მი­ერ ვი­თა­რე­ბა­ში, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რის გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის ფუ­ლის ნიშ­ნე­ბით მო­მა­რა­გე­ბის საქ­მე­ში. სწო­რედ ამი­ტომ, ბოლო წლებ­ში, ეროვ­ნულ ბან­კში აქ­ტი­უ­რად მუ­შავ­დე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი ბიზ­ნე­სის (საქ­მი­ა­ნო­ბის) უწყვე­ტო­ბის გეგ­მა. ასე­ვე, შე­მუ­შავ­და სის­ტე­მა პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და მოვ­ლე­ნა­თა სხვა­დას­ხვა სცე­ნა­რე­ბის­თვის, რათა გარ­თუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ბანკს ჰქო­ნო­და სრუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი მზა­ო­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლად გა­საგ­რძე­ლებ­ლად. რო­გორც ცნო­ბი­ლია, გა­სულ კვი­რას ეროვ­ნუ­ლი ბან­კის 7 თა­ნამ­შრო­მელს კო­ვიდ-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბა და­უ­დას­ტურ­და, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და აღ­ნიშ­ნულ პი­რებ­თან კონ­ტაქ­ტში მყო­ფი სხვა თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სიმპტო­მე­ბის კვლე­ვა და ტეს­ტი­რე­ბა. დღე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 16-ია. ამ­ჟა­მად კო­ვიდ-19 ვირუ­სის მქო­ნე თა­ნამ­შრო­მე­ლი შე­სა­ბა­მის სტა­ცი­ო­ნარ­ში ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ვი­საც შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­დათ და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ კო­ლე­გებ­თან, სრულ იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან და მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ რამ­დე­ნი­მე მათ­განს ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი არ და­უ­დას­ტურ­და. კვლავ გრძელ­დე­ბა ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ყვე­ლა შე­საძ­ლო კონ­ტაქ­ტის დად­გე­ნა-გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით. ამ­ჟა­მად თა­ნამ­შრო­მელ­თა 90% დის­ტან­ცი­უ­რად მუ­შა­ობს. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ყვე­ლა შე­ნო­ბა­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო და და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ბან­კის ოფი­სე­ბი ოპე­რი­რე­ბის სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ზეა გა­და­სუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეროვ­ნუ­ლი ბან­კი სრულ­ყო­ფი­ლად და შე­უ­ფერ­ხებ­ლად ას­რუ­ლებს თა­ვის ამო­ცა­ნებს: ბან­კებს მი­ე­წო­დე­ბათ სა­თა­ნა­დო რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლის ნიშ­ნე­ბი, სა­ფი­ნან­სო სექ­ტო­რი აგ­რძე­ლებს გა­მარ­თულ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. გი­სურ­ვებთ ჯან­მრთე­ლო­ბას და სიმ­შვი­დეს. ერ­თობ­ლი­ვი ქმე­დე­ბე­ბით, პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვით, ჩვენ სწრა­ფად შევ­ძლებთ ვირუ­სის და­მარ­ცხე­ბას და საქ­მი­ა­ნო­ბის ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში აღ­დგე­ნას.
#დარ
­ჩი­შინ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.
#კორონავირუსი
Tbilisi
0