შესაძლოა ზუგდიდი ჩაიკეტოს.

0
შესაძლოა ზუგდიდი ჩაიკეტოს. ზუგდიდის ჩაკეტვა დამოიკიდებულია იმაზე, აღმოაჩნდება თუ არა სპორტსმენის რომელიმე კლასტერს კორონავირუსი. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატპროს, ალექსანდრე მოწერელია თქმით, ფართოვდება წრე იმ ადამიანებისა ვისთანაც სპორტსმენს კონტაქტი ჰქონდა. ამ დროისთვის, ზემოაღნიშნული პირის კლასტერიდან საკარანტინო ზონაში 23 პირია გადაყვანილი. სულ დადგენილია მისი 54 კონტაქტი. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენის კონტაქტებში შემავალ სამ პირს განმეორებით ანალიზის ჩტარებისას, Covid-19-ზე დადებით პასუხი დაუდგინდება, შეიძლება სამეგრელო ჩაიკეტოს. ამასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია განცხადებას აკეთებს : „ჯერჯერობით გვყავს ორი ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. რეგიონში გვაქვს შვიდი ცხელების ცენტრი, რომელთაც შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში 42 პაციენტის მიღება. თუმცა ველოდებით უახლოეს დღეებში რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას. რაც შეეხება სამ საეჭვო გარემოებას, როდესაც ერთი ინფიცირებულისგან სამ ადამიანთან დაფიქსირდა კონტაქტი, მათი ანალიზის პასუხი მოვიდა უარყოფითი. თუმცა გადამოწმებას ექვემდებარება და იქნება გადამოწმებული. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსდირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს. ამდენად რისკი მაღალია ძალიან. კონტაქტის კონტაქტები დგინდება. უშუალო კონტაქტი ინფიცირებულ სპორტსმენთან არის 23. თუმცა იმ 23 უდგინდება კიდევ ძალიან ბევრი კონტაქტი ამიტომ რისკი ძალიან მაღალია. თუკი დადასტურდება ეს სამი შემთხვევა განმეორებითი ანალიზის შემთხვევაში, მაშინ შეიძლება ჩაიკეტოს. იმდენად დიდია მათი კონტაქტების წრე, შეიძლება მოგვიწიოს ამ ზომებზე წასვლა“
#ზუგდიდი
#ზუგდიდისჩაკეტვა
#სამეგრელოზემოსვანეთი
#კორონავირუსი
#სპორტსმენი
#zugdididaily
0