ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პირების 2/3-ს პნევმონია აქვს, 6 მძიმე პაციენტია
321 Views
Mediamall
Tbilisi · 5 months ago

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში ამჟამად 6 მძიმე პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მისი თქმით, 38 პაციენტიდან 2/3-ს პნევმონია აქვს. მისივე შეფასებით, მძიმე მდგომარეობა ძირითადად ასაკოვან პაციენტებს აქვთ.

„ამჟამად ჩვენთან დადასტურებული გახლავთ 38 შემთხვევა, 29 გაწერილი გვყავს ისინი გამოჯანმრთელებულები არიან. ამ 38 -დან 2/3 მაინც არის ფილტვების ანთებით პნევმონიით, 6 მძიმეა ძალიან, 1 კრიტიკული ანუ საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა, სიმძიმემ ცოტა მოიმატა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში ასე ხდება ხოლმე თანდათანობით იმიტომ, რომ ახლა ასაკობრივი ზღვარიც შეიცვალა, პნევმონიები უფრო მეტია. თავიდანაც იყო პნევმონიები საშუალო სიმძიმის. ზოგადად ბევრი არის უკვე, მომატებაა, დღევანდელ მატებას ვერ გეტყვით აღებულია ანალიზები ბევრი ჩვენთან, ბევრი დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პასუხები დღის ბოლოს იქნება“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

#covid19 #stopcovid #coronavirus

s


Mediamall
Tbilisi · 5 months ago
6
Write a comment