უკანასკნელ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით არავინ გარდაიცვალა

ByM.m.m.Georgia
0
უკანასკნელ 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა. იანვრის შემდეგ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ერონული სამსახური ავრცელებს. უკანასკნელ კვირებში ჩინეთში სახიფათო ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ქვეყანაში COVID-19-ით პირველი გარდაცვალება 11 იანვარს დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცამებით, ჩინეთში სახიფათო ვირუსით დაინფიცირების ფაქტი 81, 740-ჯერ გამოვლინდა და მას 3, 331 ადამიანი შეეწირა. უკანასკნელ 24 საათში ამ ჩინეთში კორონავირუსის მხოლოდ 32 ახალი ფაქტი დადასტურდა - ყველა შემთხვევა უცხოეთიდან ჩამოსულ პირებს გამოუვლინდათ. მიუხედავად ამისა, დასავლური მედიის ინფორმაციით, ჩინეთს ხელისუფლება კორონავირუსის მონაცემებს შეგნებულად აყალბებს და რეალურად გარდაცვლილთა რიცხვი ოფიციალურ მონაცემებს გაცილებით აღემატება.
#კორონავირუსი
#ჩინეთი
#პანდემია
#სტატისტიკა
#სიახლე
#coronavirus
#china
#pandemic
#statistics
#news
ByM.m.m.Georgia
0