ახალი ინფიცირებულებიდან ერთის ისტორია ამერიკულ კლასტერს უკავშირდება - მარინა ეზუგბაია

0
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ჩვენ კლინიკაში მხოლოდ ერთი პირია მოთავსებული და ის ამერიკის კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადა., მისივე თქმით, ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის. „როგორც იცით, გუშინ 188 დაინფიცირებული იყო, 7 დაემატა და ამჟამად, ქვეყანაში 195 დადასტურებული შემთხვევაა. ამ 7-დან ერთ-ერთი ჩვენთანაა მოთავსებული, წყარო ამერიკაა. ჩვენს ცენტრში განკურნებული და ბინაზე გაწერილა 29 პირი. ამჟამად, ჩვენთან მკურნალობს 39 პაციენტი, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, რომლის მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა და პროგნოზულად ისევ სერიოზულია. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც ინტენსიურ თერაპიაზე იმყოფებოდნენ, სტაბილურია და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მძიმე პნევმონიით არ განიხილებიან. 22 პაციენტი საშუალო სიმძიმის პნევმონიითაა. რაც შეეხება ახალ პაციენტს, ის ჩვენს ცენტრში გუშინ გვიან შემოვიდა, პირველადი ანალიზებით და ზოგადი მდგომარეობით მძიმე არ არის, დღეს სრული კვლევები გაუკეთდება გაფართოებული სახით, კვლევების შედეგების შეჯერებით და მდგომარეობის გათვალისწინებით შევაფასებთ მის სიმძიმეს. აღნიშნული პაციენტი საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
#კორონავირუსი
#ინფიცირებული
#პანდემია
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0