თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა 300 მიკროავტობუსის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერს დროებით აჩერებს. ტენდერის შეჩერების მიზეზად მერი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მძიმე რეალობას ასახელებს.
„რამდენიმე დღის წინ განცხადება გავაკეთე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწევს ბიუჯეტში ცვილებების შეტანა, ბევრ პროექტზე უარი ვთქვათ იმ გარემოებებიდან და რეალობიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მსოფლიოში. შესაბამისად, ტენდერი, რომელიც 13 მარტს იყო გამოცხადებული, იქნება შეჩერებული. სამწუხაროდ, ასევე შეჩერდება ბევრი სხვა პროექტი. თუ რომელი პროექტი, მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია 300 მიკროავტობუსში 29 მილიონის დახარჯვას გეგმავდა. წინადადებების მიღება 9 აპრილს უნდა დაწყებულიყო და 14 მარტს დასრულდებულიყო.
#კახაკალაძე
#თბილისისმერია
#ტენდერი
#კორონავირუსი
#მიკროავტობუსი
#tbilisidaily