საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 195-მდე გაიზარდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140821 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი. ინფორმაციისთვის, 195 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია, ხოლო ორი გარდაიცვალა.
0