ვხედავთ, რომ ეკლესია ხალხის სიცოცხლეს მიადგა და მათ ხოცვას იწყებს- ბასილ კობახიძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140825 ბასილ კობახიძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან რაციონალური არგუმენტებით საუბარი აზრს მოკლებულია და ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. "ამიტომაც არგუმენტებით საუბარს - ეს იქნება სამედიცინო, სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი თუ თეოლოგიური არგუმენტები - საპატრიარქოსთან და პატრიარქთან აზრი არ აქვს. მათ აქვთ თავისი ლოგიკა, ცხოვრობენ თავის სამყაროში და ჰყავთ თავისი ღმერთი, რომელიც არის ბოროტი არსება, როგორიც მაგალითად მოლოქი, მათი ღმერთი არ არის იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა სამება. თუ მინისტრებს ჰგონიათ, რომ ავტორიტეტები არიან მრევლისთვის და მათი არმისვლით აღდგომის ლიტურგიაზე მრევლიც თავს შეიკავებს, ძალიან ცდებიან. ეს არის უმწეობის გამოვლინება. ეს ნიშნავს, რომ კონსულტაციები ვერანაირი შედეგით ვერ დასრულდა და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, როდესაც ეკლესია არის სახელმწიფო სახელმწიფოში და ურჩხულივით აზის საქართველოს მრავალი ათეული წელია. ახლა უკვე ვხედავთ, რომ ეკლესია ხალხის სიცოცხლეს მიადგა და ხალხის ხოცვას იწყებს", — აცხადებს ბასილ კობახიძე.
0