ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული ქალი მოათავსეს.

0
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ორსული ქალი მოათავსეს. ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ანაკლიის საკარანტინო ზონიდან რამდენიმე წუთის წინ ორსული ქალი შეიყვანეს. პაციენტს აღენიშნება ცხელება და ხველა, ექიმების თქმით მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ წუთებში პაციენტის კვლევა მიმდინარეობს, საჭიროების შემთხვევაში მისი ბიოლოგიური მასალა გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ორსული ქალბატონი იმ სპორტსმენის კლასტერს წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
#ზუგდიდი
#ინფექციურისაავადმყოფო
#ანაკლია
#საკარანტინოზონა
#კლასტერი
#სპორტსმენი
#zugdididaily
0