თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 2 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსი 2 პაციენტს დაუდასტურდა. მისივე თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს, დღეს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანენ. მათი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. „კლინიაში იმყოფება სულ 43 პაციენტი. გუშინ მიღებულია 33 პაციენტი. გაგზავნილია 34 ანალიზი კვლევაზე. მოვიდა ორი დადებითი, დღეს ორივე გადაყვანილი იქნება საუნივერსიტეტო კლინიკაში. პაციენტების მდგომარება არის საშუალო სიმძიმის. რეანიმაციულ განყოფილებაში არ წევს არცერთი პაციენტი“, - განაცხადა ბექაიამ.
#კორონავირუსი
#პაციენტი
#ინფიცირებ
#tbilisidaily
0