http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140832
ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება, – აღნიშნული განცხადება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ "პირველი არხის" ეთერში გააკეთა.
"ეს სცენარი არის ის სცენარი, რომელიც შეესაბამება სოციალური დისანცირების 30%-ს. მე შემიძლია ვთქვა რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის და სხვა ღონისძიებების გამო, რომელიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე დაიწყო, სოციალური დისტანცირების პროცენტი საკმაოდ მაღალია, სულ მცირე 30%-ზე ვისაუბრობთ.
იმედი მაქვს ის პროგნოზი, რაც ამ სცენარის მიხედვით შედგა, გამართლდება. გვექნება ზომიერი, ეტაპობრივი და თანდათანობითი მატება. მოვახერხებთ გადავავადოთ პიკი, არც მივიღოთ ეს პიკი რამდენიმე თვის განმავლობაში, ამ გვარად გავიაროთ ეს ეტაპი თანდათანობითი მატების ფონზე. 10-დან 20 შემთხვევამდე ჯერ კიდევ არის ის პროგნოზული მატება, რომელიც კარგ მოსალოდნელ სცენარში გვქონდა“-განაცხადა გაბუნიამ.