20 ივნისის საქმეზე პროკურატურას გდდ-ის უფროსის პასუხისმგებლობის რეკომენდაცია მივეცით-ლომჯარია

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140834 20 ივნისის საქმეზე პროკურატურას გდდ-ის უფროსის პასუხისმგებლობის რეკომენდაცია მივეცით-განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ტელეკომპანია “ფორმულას ეთერში” . „ჩვენ გავეცით რეკომენდაცია პროკურატურის მისამართით, რომ დადგეს გდდ-ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა. არსებობს საკმარისი მასალა იმის დასამტკიცებლად, რომ მისი მხრიდან ჩადენილია, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის დანაშაული. მას ეუბნება ხელმძღვანელობა, რომ არ იქნეს გამოყენებული რეზინის ტყვიები; ისიც ამბობს ჩვენებაში, რომ იცოდა რეზინის ტყვიების აქციის დასაშლელად გამოყენების დაწყების შესახებ – თუმცა არ გადადგმულა რეალური ნაბიჯები, რომ შეეჩერებინა ადგილზე დაწყებული რეზინის ტყვიების გამოყენება. ასევე, საინტერესოა, როცა მისმა ხელმძღვანელმა გაიგეს, რომ მათი ბრძანება რეზინის ტყვიების არგამოყენების შესახებ არ სრულდებოდა – რა გააკეთეს მათ, რომ ეს ქმედება შეჩერებულიყო და აღკვეთილიყო”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
0