თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის, ლევან რატიანის განცხადებით, მათ კლინიკაში მოთავსებული 13 წლის მოზარდი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასთან არანაირი გართულება არ აღინიშნება.
„რაც შეეხება 13 წლის ბიჭუნას, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის ძალიან კარგი, არანაირი გართულება, რაც ჰქონდა ის ჩივილებიც აღარ აქვს. იმედი გვაქვს, მასთანაც ასე წავა მდგომარეობა და ჯანმრთელი და ბედნიერი გაეწერება ჩვენი კლინიკიდან“ , – აღნიშნა რატიანმა.
#ლევანრატიანი
#კორონავირუსი
#მოზარდი
#კლინიკა
#tbilisidaily