წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა ჩვენი და ეს იყო უჩვეულო - ლომჯარია მატროსოვოს დაცლაზე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140837 წინასწარ არ ყოფილა ცნობილი, როდის მოხდებოდა მატროსოვის ციხის დაცლა - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა. მისი თქმით, როგორც წესი, სახალხო დამცველის აპარატს წინასწარ აწოდებდნენ ინფორმაციას, თუმცა მატროსოვის ციხის შემთხვევაში ასე არ მომხდარა და ეს ინფორმაცია მათ მედიის საშუალებით გაიგეს. „მედიის საშუალებით გავიგეთ ჩვენც და წინასწარ არ ყოფილა ცნობილი, როდის მოხდებოდა მატროსოვის ციხის დაცლა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ათასგვარი მანიპულაცია მოხდა, რადგან იყო ინფორმაციის დეფიციტი. გაირკვა, რომ ყველა პატიმარი გადაიყვანეს მე-12 და მე-16 დაწესებულებების ბაზაზე რუსთავში, ჩემმა წარმომადგენლებმა მოინახულეს უკვე ისინი. მათ ორი კვირაა იციან ამის შესახებ და არ უჩივიან პირობებს. ჩემი ინფორმაციით, კორონავირუსი არაფერ შუაშია. წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა ჩვენი და ეს იყო უჩვეულო - ამან გამოიწვია ეს გაუგებრობა", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
0