საქართველოს დაახლოებით 10 000 კოვიდინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140839 ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას განცხადებით, საქართველოს საერთო ჯამში, დაახლოებით, 10 000 კოვიდინფიცირებული ადამიანის მართვის შესაძლებლობა აქვს. "არსებობს პირველად ჯანდაცვაში კოვიდ-შემთხვევების მართვის პროტოკოლი, სადაც ერთ-ერთ ვერსიად განხილულია მსუბუქი ფორმების პაციენტის ბინაზე მკურნალობის შესაძლებლობაც. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ახალი არაფერი არ არის აქ, რომ მსუბუქი ფორმა შეიძლება ბინაზე ჩვეულებრივად იმართოს ექიმის მონიტორინგის ქვეშ და სწორედ აქ ჩნდება საკარანტინე სივრცეების თემაც. თუ პირს მსუბუქი ფორმა აქვს კოვიდის უნდა იყოს თვითიზოლაციაში და ამის შესაძლებლობა ხომ ყველას არ აქვს, რომ სახლში, თვითიზოლაციაში იყოს? ამიტომ შეთავაზებულია საკარანტინე სივრცე და ამ შესაძლებლობაზეა საუბარი, რომ 5000-მდე საკარანტინე ადგილი არის შესაძლებელი, რომ გამოვიყენოთ ასეთი პირების სამართავად თუ ეს შესაძლებლობა დადგა. ჩვენ ამ საკარანტინე სივრცეებში უკვე გვაქვს ექიმის მეთვალყურეობისა და ექიმის კონსულტაციის სერვისი დამატებული და ასევე ეპიდემიოლოგების მონიტორინგის სერვისი. საერთო ჯამში საქართველოს, დაახლოებით, 10 000 კოვიდ-ინფიცირებული პირის მართვის შესაძლებლობა აქვს", -განუცხადა ეკა ადამიამ "ინტერპრესნიუსს".
0