ტრადიაციად დამკვიდრებული ცრურწმენები

0
მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად ცრურწმენებს თითქოს წარსულში ვტოვებთ, მაინც სჯერათ ადამიანებს გარკვეული ცრურწმენების. ცრურწმენა არის როცა გარკვეულ მოვლენებს მივაწერთ ხოლმე ჩვენს თავზე გადახდენილ სიტუაციებს. მინდა განვიხილო ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები

„შავი კატა, რომელიც გზაზე გადაგირბენთ, უბედურება მოაქვს“

ამ შემთხვევაში შავ კატას მიაწერენ წარუმატებლობას. ეს ფრაზა შუა საუკუნეებიდან მომდინარეობს, ოდითგანვე, ჯადოქრები და ალქაჯები ყველგან მხოლოდ შავ მოსასხამებში ჩნდებოდნენ და ადამიანებს მიაჩნდათ, რომ ეს ჯადოქრები შავ კატად გადაიქცეოდნენ და უბედურების მოტანა შეეძლოთ ადამიანებისთვის. ჰიტლერისა და ნაპოლეონ ბონაპარტის მსგავსი ძლიერი ადამიანები შეიძლება მზად იყვნენ ერების დასაპყრობად, მაგრამ მათ ორივეს აშინებდა შავი კატა.

გატეხილი სარკე-სახლში არ უნდა დატოვო

ადრეულ წლებში მიაჩნდათ, რომ სარკეები სულის ანარეკლი იყო და გატეხილი სარკე შესაძლოა სულისთვის საზიანო აღმოჩენილიყო, ამიტომ ღამე გარეთ გაჰქონდათ სარკე და მთვარის შუქის ფონზე მარხავდნენ.

ხელისგულების ქავილი

თუ მარჯვენა ხელის გული გექავებათ მაშინ დაკარგავთ ფულს, თუ მარცხენა-ფული მოვა.

ცუდი სიზმარი წყალს უნდა გააყოლო

ასეთი ცრურწმენა არსებობს, თუ ცუდი სიზმარი დაგესიზმრებათ, უნდა მოუშვათ ონკანი და მას მოუყვეთ თუ რა გადაგხდათ სიზმარში და წყალი თან წაიღებს ამ ცუდ ენერგიას.

რიცხვი 13

ადამიანები დღემდე თავს არიდებენ რიცხვ 13-თან დაკავშირებულ მოვლენებს და ცდილობენ ამ დღეს არაფერი მოიქმედონ , რადგან მიაჩნიათ, რომ 13 არის დაწყევლილი ციფრი. ეს ცრურწმენა სავარაუდოდ საწყისს ძველი აღთქმიდან იღებს. ამ ცრურწმენის წარმოშობის ერთ ერთი ვერსია არის ის, რომ იუდა ისკარიოტელი იყო ვახშმის მე-13 სტუმარი და მის მიერ ჩადენილი შეცდომის მეშვეობით იესო ჯვარს აცვეს.

ქოლგის გახსნა დახურულ სივრცეში

ამბობენ, რომ ქოლგის გახსნას ოთახში ცუდი იღბალი მოაქვს, საუკუნეების მანძილზე მიაჩნდათ, რომ თუ ქოლგას სახლში გახსნიდით, გარეთ მზის სხივების ღმერთს გაანაწყენებდი და ამას შეიძლება უბედურება გამოეწვია, არა მხოლოდ ვინც ქოლგა გახსნა იმისთვის, არამედ სახლში მყოფი ადამიანებისთვისაც.

ხეზე ორჯერ დაკაკუნება

ხეზე თუ ორჯერ დააკაკუნებდი, ფიქრობდნენ, რომ ამით ადამიანებს ბედის შეცვლა შეეძლოთ.ეს ცრურწმენა იქედან მომდინარეობს როცა ხალხი ფიქრობდა, რომ ღმერთები ხეებში ცხოვრობდნენ. როდესაც ადამიანებს სათხოვარი ჰქონდათ ღმერთთან ორჯერ დააკაკუნებდნენ ხის ქერქზე და როდესაც მადლობის გადახდა უნდოდათ ისევ მსუბუქად დააკაკუნებდნენ ხოლმე.

მაგიდის კუთხეში ჯდომა

ეს ცრურწმენა დღემდე შემორჩენილია, თუ მაგიდის კუთხეში მოგიწევს დაჯდომა, ე.ი შენი დაოჯახება 6 წლით გადაიწევს.ადამიანები იმდენად არიან შეჩვეული ამ ჩვევებს, რომ ჰგონიათ თუ მართლა არ შეასრულებენ სწორედ ისე მოხდება, როგორც ამას ცრურწმენა გულისხმობს.

თუ ყურები გიხურთ

თუ ორივე ყური გიხურთ და ამ მომენტში ვინმეზე ფიქრობდი, სწორედ ამ ადამიანს შეხვდები უახლოეს მომავალში.მეორე ვერსიით კი თუ ყური გიხურთ ვიღაც, სადღაც თქვენს სახელს ახსენებს და საუბრობს თქვენზე.
0