პოლიციელების თქმით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს - ომბუდსმენი
260 Views
Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140840

რეზინის ტყვიების გამოყენებაზე გაცემული არ ყოფილა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - მინისტრის ან მისი მოადგილეების, ან შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების მხრიდან - ამის შესახებ სახალხო დამცველმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მის მიერ გამოქვეყნებულ 2019 წლის ანგარიშთან დაკავშირებით გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა.

„აღნიშნულმა ანგარიშმა 2019 წლის ანგარიში გადაფარა, რომელიც გამოვაქვეყნე. ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ამიტომაც გადაფარა. უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ კიდევ უფრო გამარტივებულ ძირითად მიგნებებს აღნიშნული ანგარიშის, რადგან დღემდე არ წყდება ინტერესი და საზოგადოებას აინტერესებს კონკრეტული პასუხი.

რაც შეეხება უშუალოდ ბრძანების გაცემას, იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც საქმეში დევს და აქ ყველაზე მთავარია რაციის ჩანაწერები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებსა და შუა რგოლის მმართველ რგოლს შორის, თუმცა, ამ ჩანაწერებს უნდა ითქვას, რომ ექსპერტიზა არ აქვს გავლილი, ამ ჩანაწერებით ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე გაცემული არ ყოფილა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან - მინისტრის ან მისი მოადგილეების, ან შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელების მხრიდან. რამოდენიმე შემთხვევაში არის მითითება, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ხელმძღვანელობა რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვს, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ მომხდარიყო, ვიცით, რომ ფაქტობრივად, დილის 4 საათამდე რეზინის ტყვიების გამოყენება ხდება. თუ ბრძანება არ ყოფილა, რატომ დაიწყებს გამოყენება? აქ უკვე დგას პასუხისმგებლობის საკითხი.

ასეულობით პოლიციელია გამოკითხული და ამბობენ, რომ დამოუკიდებლად მიიღეს გადაწყვეტილება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე. ისინი ამბობენ, რომ გამოიყენეს ტყვიები, რომ მათ სიცოცხლეს ემუქრებოდა საფრთხე. თუმცა, არა ერთი ვიდეოჩანაწერი ვნახეთ და რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა არა იმ დროს, როდესაც მათზე იმ წუთიერ თავდასხმას აქვს ადგილი, არამედ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ“, - განაცხადა ლომჯარიამ.


Pirveliradio Ge
Tbilisi · 5 months ago
2
Write a comment