ჭავჭავაძის გამზირზე გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

0
კომპანია „თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს 430 მეტრი სიგრძის გაზსადენის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, დედაქალაქის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ყიფშიძის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებულ მონაკვეთზე, გაზის მილები სრულად შეიცვალა - დაზიანებული მილები საშუალო და მაღალი წნევის, თანამედროვე პოლიეთილენის მილით ჩანაცვლდა. , , ახალი გაზსადენი დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის უმნიშნელოვანესია. „თბილისი ენერჯი“ შეგახსენებთ, რომ დარჩეთ სახლში, გაითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ გასცემს და გახსოვდეთ, თქვენი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობისთვის, დაიცავით ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების წესები, " - აღნიშნულია , , თბილისი ენერჯის" განცხადებაში.
#თბილისიენერჯი
#გაზსადენი
#რეაბილიტაცია
#მილები
#გაზმომარაგება
#tbiisidaily
0