ალავერდის მამათა მონასტერში სხვებთან ერთად მცირეწლოვნებიც ეზიარნენ

0
დილიდან ხალხმრავლობაა ალავერდის მამათა მონასტერში. ეპარქიის მრევლი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებულ წირვა-ლოცვას ესწრება. ხარების დღესასწაულის აღსანიშნავ წირვა-ლოცვაზე, ბავშვების სიმრავლეც შეინიშნებოდა. ისინი წირვა- ლოცვასაც ესწრებოდნენ და ზიარების რიტუალშიც მონაწილეობდნენ. სხვა მორწმუნეებთან ერთად, მცირეწლოვნებმა ზიარება ერთი კოვზიდან მიიღეს.
0