ათონის მთაზე მისასვლელი გზა ჩაინგრა

0
წვიმიანი შაბათ-კვირის შემდეგ ათონის მთაზე მისასვლელი გზა ჩაინგრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ამავე ინფორმაციით, გზების უმეტეს ნაწილზე მოძრაობა შეფერხდა, რადგან ტყიდან ძლიერი მეწყერი ჩამოწვა. შესაძლოა, ათონის ნახევარკუნძულზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს. გარდა ამისა, ცდილობენ შემოვლითი გზა გაკეთდეს, ნაწილს კი წმენდენ.
0