შიდა გადაცემის შემთხვევა ბათუმში

0
ნინო ნიჟარაძის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, დღეს ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციის პირველწყარო ჯერ-ჯერობით უცნობია. "ეს ქალბატონი გახლავთ ბათუმში მცხოვრები, მან გასული ორი დღის განმავლობაში მიმართა ორ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებას, მას არ ჰქონდა კორონავირუსისათვის დამახასიათებელი ცხელებით რესპირაციული ჩივილები, ის აღნიშნავდა მხოლოდ მუცლის ტკივილს და დიარეას. ეჭვის მიტანის შემდეგ გადაყვანილი იქნა კლინიკა „მედალფაში“ დიაგნოსტიკისათვის, სადაც შემთხვევა დადასტურდა" - განმარტავს ნიჟარაძე. ეს აჭარაში შიდა გადაცემის მეორე შემთხვევაა. სულ "მედალფაში" 10 პაციენტი მკურნალობს, აქედან ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
#შიდაგადაცემა
#კორონავირუსი
#BatumiDaily
0